გიორგი მგელაძე – გამგეობის წევრი, რედაქტორი

web_GiorgiMgeladzeჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი გიორგი მგელაძე გამომძიებელი ჟურნალისტია და 2010 წლიდან სტუდია “მონიტორისთვის” მუშაობს. ტელეჟურნალისტიკის პარალელურად არის ჟურნალ “ლიბერალის” კორესპონდენტი. გიორგი იყო “მოამბის” საგამოძიებო ჯგუფის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” რამდენიმე გადაცემის, მათ შორის “60 წუთის” კორესპონდენტი. ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო პრესაში. 2012 წლის დეკემბერში გახდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და თავმჯდომარე. ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელობდა ერთი წლის განმავლობაში.

გააზიარეთShare on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Email this to someoneShare on LinkedIn