ნაგავსაყრელები – საფრთხე მოსახლეობისთვის

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 24 ივლისი 2017

ნაგავსაყრელების პრობლემა დღემდე რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად. ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც 2010 წელს სტანდარტების დარღვევით აშენდა, ისევ უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს. ასევე მოუგვარებელია ე.წ. გლდანის დახურული ნაგავსაყრელის პრობლემა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ნაგავსაყრელი სტანდარტების დაცვით არ დაიხურა, რის გამოც ჰაერში მომწავლავ ნივთიერებებს აფრქვევს. თბილისის მერიამ გარემოსდაცვით სტრატეგიაში გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ ჩაწერა, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.