სასამართლო დავების განხილვა საქართველოში ხშირად ვადების დარღვევით მიმდინარეობს, რაც არაეფექტურ მართლმსაჯულებაზე მიუთითებს. რა იწვევს საქმეების გაჭიანურებას, შესაბამისი კვლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ დრომდე არ ჩაუტარებია. სწორედ საბჭომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის განსაზღვრისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების წესისა და მეთოდების მიღება.