უძირო ქვევრი

უძირო ქვევრი

თამარ გელაშვილი
თამარ გელაშვილი

Latest posts by თამარ გელაშვილი (see all)

5-მილიონიანი “ქვევრის სკოლა” საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა. სკოლა აღჭურვილია უახლესი დანადგარით , რომელიც მაღალი ხარისხის ქვევრის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. Თუმცა სკოლის საზეიმო გახსნის შემდეგ ის დაიკეტა. Სკოლაში არც ქვევრის ოსტატები არიან და არც შეგირდები.
Მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ თავად ითხოვა სკოლა საკუთრებაში გადაეცათ და ვალდებულებაც აიღო მისი ფუნქციონირების, დღემდე უფუნქციოა. Ამაზე კი კომენტარს არც ხელისუფლება (სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი) აკეთებს და არც საპატრიარქო (მეუფე აბბა ალავერდელი). Ისინი თავისუფლების მონიტორის კამერას ერიდებიან.
Სკოლის გახსნის საჭიროება კი წლების განმავლობაში არსებობდა, რადგანაც ქვევრის ღვინის მწარმოებლები ფინანსურად ყოველწლიურად ზარალდებიან უხარისხო ქვევრების გამო.
Იდეა კი, პროექტისა, რომელიც ნაწილობრივ მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხით დაფინანსდა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა იყო ის, რომ მექვევრეობის დარგი გაძლიერებულიყო და ქვევრის ხარისხიანი ღვინის წარმოების განვითარება მომხდარიყო. Პროექტი ჩავარდა, პასუხისმგებელი პირები კი დუმან.

გააზიარეთShare on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Email this to someoneShare on LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>