დაუსრულებელი სტადიონები

Divider dot 21 ივნისი 2021

8 წლის განმავლობაში მშენებარე ფოთის სტადიონი, რომელიც ისევ დაუსრულებელია. მის მშენებლობაზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავანსად მილიონობით ლარი მიიღეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯია”. მე-5 წელია, შენდება ზუგდიდის სტადიონი, რაზეც პირველ ეტაპზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი და სამუშაოები ხარვეზიანია და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.