პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ

ჟურნალისტი: ნათია ჩეხერია
Divider dot 14 ნოემბერი 2016

 

ლაშა ბახუტაშვილი პოლიციამ 0.00009 გრამი დეზომორფინისთვის დააკავა.მის დაკავებაში მონაწილეობა მეგობარმა ბესო ხუციშვილმა მიიღო. როგორც ის ყვება, სამართალდამცველები მას ლაშასთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდნენ.

ბესო ხუციშვილი ღიად საუბრობს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების უკანონო ქმედებებზე და მათ პროკურატურაში უჩივის.