ტესტები რომლის შესაძენად საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა ესპანეთში უვარგისად მიიჩნიეს

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 27 მარტი 2020

საქართველო ჩინური კომპანიისგან Shenzhen Bioeasy Technology ახალი კორონავირუსის სწრაფ ტესტების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა. 1 182 500 დოლარის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ კომპანიასთან 23 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო 215 000 ტესტს მიიღებს და ერთი ცალის ღირებულება 5.5 დოლარი იქნება. “სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ ამ კომპანიის ტესტებს ხარისხის პრობლემები შეექმნათ სხვა ქვეყნებში.

Ესპანეთში Იმავე კომპანიისგან (Shenzhen Bioeasy Technology ) შეძენილი კორონავირუსის 340000 სწრაფი ტესტიდან 9000 უხარისხო აღმოჩნდა. ინფორმაცია გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. “ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ესპანეთში შემოწმდა 9 000 ტესტი და შედეგები არ იყო საკმარისად თანმიმდევრული, და მათი მწარმოებელი კომპანიისთვის უკან დაბრუნება გადაწყვიტა.” – წერს ბიზნეს ინსაიდერი.

ესპანური გამოცემა Elpais, წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ “ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, სწრაფი ტესტების მგრძნობელობა მხოლოდ 30%-ია. “ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის ტესტს ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ში შეუძლია კორონა ვირუსის აღმოჩენა, მაშინ როდესაც ამ ტესტების სიზუსტე 80%-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო”.

ესპანურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ესპანეთში ჩინეთის საელჩომ ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანია შჰენზჰენ Bიოეასყ თეცჰნოლოგყ-ს, რომლისგანაც ესპანეთმა და უკვე საქართველომაც სწრაფი ტესტები შეიძინა, ჩინეთის სახელმწიფოს სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციისგან, ტესტების გაყიდვის ლიცენზია მიღებული არ აქვს.

კომპანია შჰენზჰენ Shenzhen Bioeasy Technology  ჩინეთში საქართველოს საელჩომ სპეციალისტების ჩართულობით შეარჩია. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის წერილი, რომელშიც ის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერს, რომ ჩინური კომპანიები, მათ შორის შჰენზჰენ Bიოეასყ თეცჰნოლოგყ, სარგებლობენ მაღალი საქმიანი რეპუტაციით და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ფართოდ გამოიყენება როგორც ჩინეთის ბაზარზე, ასევე, მსოფლიო სხვა ქვეყნებში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩინურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ Shenzhen Bioeasy Technology -ს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარედგინა. Სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ჩინურ კომპანიებს ხშირად აქვთ გამართული დოკუმენტები, თუმცა რეალურად მათი პროდუქტის ხარისხი დოკუმენტს არ შეესაბამება.
“ ჩინურ ტესტებს ის პრობლემა აქვთ რომ უწერიათ ძალიან მაღალი მგრძნობელობა 98%, 100%-იც ზოგჯერ და სინამდვილეში არ არის ხოლმე რეალობა” – უთხრა “სტუდია მონიტორს” ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, ტესტების ხარისხის პრობლემა გასაკვირი არ არის, რადგან მსოფლიოში პანდემიაა და კომპანიებს ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა. ბუწაშვილი ამბობს, რომ ტესტების შესაძენად კომპანიების დოკუმენტების შემოწმება გადამწყვეტი არ უნდა იყოს, რადგან ახლა ამით ტესტების ხარისხის დადგენა ვერ მოხერხდება. სპეციალისტები ამ შემთხვევაში გამოსავალს კომერციალიზაციაში ხედავენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ბაზარზე სხვა კომპანიებიც დაუშვას.
“ერთ-ერთი ავსტრიული კომპანიის რეაქტივი იყო შემოტანილი რეგისტრაციაზე, ახლა არ ვიცი დარეგისტრირდა თუ არა, მაგრამ რამდენიმე კვირა ჯანდაცვის სამინისტრო ერთ დოკუმენტს ითხოვდა, რომელიც ვერ წაროადგინა კომპანიამ, ისეთი გადატვირთულია სათაო ოფისები. ამის გამო, რომ ავსტრიული კომპანიის საბუთები ბოლომდე არ იყო გამართული, გაიჭედა ავსტრიული კომპანია, ბოლოს რა ქნეს არ ვიცი. სახელმწიფომ უნდა დაუშვას კომერციალიზაცია რომ სხვა კომპანიებმაც შემოიტანონ ტესტები, თუმცა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა აკონტროლოს ხარისხი და ფასები. რა დოკუმენტები მოყვება არ არის გადამოწმებადი, სანამ პრაქტიკაში არ ვნახავთ” – ამბობს მაია ბუწაშვილი.

Ესპანეთი Მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია, გარდაცვლილთა რაოდენობით კი მეორე ადგილზეა (60,000- მდე ინფიცირებული; 4000-ზე მეტი გარდაცვლილი წყარო – stop.cov.ge)
Ვირუსის Გავრცელების თავიდან აცილების ყველაზე მთავარი იარაღი სწორი და დროული დიაგნოზია. Იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტირება ვირუსის მხოლოდ 30%-ს აღმოაჩენს ეს რეალურ სურათს არ მოგვცემს. Მეტიც, მოსახლეობას თუ ამ ტესტით შეამოწმებენ, დიდი ცდომილება იქნება და შიდა გავრცელების დონე მკვეთრეად იმატებს.

Ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც სწრაფი ტესტების რეალიზაციის ლიცენზია ჩინეთში არ აქვს. პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

განახლება: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინურმა კომპანიამ Shenzhen Bioeasy Technology-მა თითონ გაიწვია სწრაფი ტესტები ყველა ბაზრიდან. მისივე თქმით, ყველა ტესტი, რომელიც საქართველოში შემოვა, ლიუგარის ლაბორატორიის მიერ შემოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ფართოდ გამოყენება. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტების შესაძენად ახლა სხვა კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი განმარტა, რომ ჩინური კომპანიისთვის საქართველოს თანხა ჯერ არ ქონდა გადახდილი და მასთან გაფორმებული ხელშეკრულება ანულირებულია.

სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: “ტესტები რომელიც საქართველომ იყიდა ესპანეთში უვარგისად მიიჩნიეს”. ჯანდაცვის მინისტრის კომენტარის შემდეგ კი მოხდა სათაურის შეცვლა “ტესტები რომელზეც საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა ესპანეთში უვარგისად მიიჩნიეს”.