რეგიონების წყალი

Divider dot 2 მარტი 2012

ფოთის, ქუთაისისა და აბაშის რეაბილიტირებული წყლის სისტემების პრობლემები – რას პირდებოდა ხელისუფლება ხალხს და რა შედეგია ამჟამად.
ხელისუფლება ფოთის მოსახლეობას 24 საათიან წყალმომარაგებას 2009 წლისთვის დაპირდა, თუმცა მოსახლეობას წყალი ორ დღეში ერთხელ 6 საათით აქვს. გამოძიებაში საუბარია, რა შედეგი მოიტანა ქუთაისში წყლის რეაბილიტაციამ, რომელზეც 13 მილიონი ევრო უკვე დაიხარჯა. ხელისუფლების განცხადებით, ქუთაისის მოსახლეობის 70%-ს წყალი ყოველდღიურად აქვს, თუმცა ექსპერტები ამ რიცხვს არარეალურს უწოდებენ, რადგან 284 ქუჩიდან, რეაბილიტაცია მხოლოდ 31-ზეა ჩატარებული. პრობლემებია აბაშაშიც, სადაც ცენტრალური მაგისტრალის შესაცვლევლად მილიონ 85 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მოსახლეობას კვლავ აზბესტის ძველ მაგისტრალში გამავალი წყალი მიეწოდება, რომელიც ჯანმრთელობისათვის საშიშია.