რეპერების საქმე და დაუსჯელი პოლიციელები

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 6 ივნისი 2018

პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ

1. რეპერების დაკავება კანონდარღვევით მოხდა
2. გამოძიებით ვერ დადასტურა, რომ რეპერებს ნარკოტიკები მართლაც ჰქონდათ
3. პოლიციელებმა გააყალბეს ჩხრეკის ოქმებიც
4. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლიციელმა უკანონოდ ამოიღო 
5. პოლიცია უკანონოდ უთვალთვალებდა კლიპის ერთ-ერთ მონაწილეს. 

მიუხედავად ამისა, ათამდე პოლიციელი, რომელიც რეპერების დაკავებაში მონაწილეობდა დღემდე დაუსჯელია. შსს-მ სტუდია მონიტორს უთხრა, რომ ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმებაც კი არ დაწყებულა.