სამინისტრომ პარამკლავჭიდელთა ნაკრები დააფინანსა
ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 101 მედალი – 45 ოქრო, 48 ვერცხლი, 8 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდური პირველობა დაიმსახურეს.
სპორტის ამ სახეობაში არსებულ პრობლემებზე ,,თავისუფლების მონიტორმა” ჟურნალისტური გამოძიება ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე მოამზადა.
ეთერში გასვლიდან მალევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პარამკლავჭიდელებს ევროპის ჩემპიონატზე წასვლა დაუფინანსა.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება – ,,მიტოვებული ჩემპიონები”.