თავდაცვისთვის დასჯილნი
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს ნებისმიერი საშუალებით თავდაცვისკენ მოუწოდა, გორის სასამართლომ საკუთარი თავდაცვისთვის იარაღის აღებისთვის 2 გორელ ახალგაზრდას 15 და 16 წელი მიუსაჯა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ სასამართლომ არც საომარი მდგომარეობა გაითვალისწინა და არც მოწმეების მონათხრობი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იარაღი თავდაცვის მიზნით აიღეს.