მაია მეცხვარიშვილი – რედაქტორი
მედიის სფეროში მუშაობს 2000 წლიდან. 2010-17 წლებში იყო ონლაინ გამოცემის – www.netgazeti.ge-ის რედაქტორი. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა “მოამბეში”, გაზეთ “24 საათში”, “ახალ გაზეთში” და ა.შ.
2009 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი და 2-ჯერ იყო ქარტიის საბჭოს წევრი. 2015-17 წლებში იყო პროპაგანდის წინააღმდეგ საერთაშორისო კომისიის წევრი.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში. 2007 წელს აშშ-ში იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში გადამზადებისთვის, ხოლო 2011 წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ში გაზეთ “The Star Tribune”-ში.
მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, საუკეთესო საგამოძიებო სტატიისთვის (2005 წ. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს კონკურსი) და კორუფციის თემაზე საუკეთესო გამოძიებისთვის (2004 წელი, USAID).