Category Icon ისტორია, მისია და ღირებულებები

ისტორია

სტუდია მონიტორი 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე ჩვენმა გუნდმა მოამზადა 300-მდე ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი. 

2018 წლის სექტემბრიდან სტუდია მონიტორი თანამშრომლობს რადიო თავისუფლებასთან და ქმნის ერთობრლივ სატელევიზიო გადაცემათა ციკლს – “თავისფლების მონიტორი”. 

სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს მოპოვებული აქვს შემდეგი პრიზები: ჯიპა ფრიდმანის (8-ჯერ), ევროკავშირის (7-ჯერ), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (11-ჯერ), ევროპის ფონდის (1-ჯერ). 

სტუდია მონიტორი არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელისა” (GIJN) და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP)  წევრი.  

დაფუძნებიდან დღემდე სტუდია მონიტორს აფინანსებენ საერთაშორისო დონორები, ესენია: ღია საზოგადოების ფონდი, NED, რადიო თავისუფლება, OCCRP, BBC MA, ბრიტანეთის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო, ევროპის ფონდი, Black Sea Trust, IMS.  

მისია

ჩვენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გუნდი ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც შეილახა, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროგრესი და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. ამისთვის ვამზადებთ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ამხელს სისტემურ ხარვეზებს, დანაშაულს და უსამართლობას. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს ანგარიშვალდებული გახადონ ხელისუფლება. 

ღირებულებები

პრინციპულობა – ჩვენ გვჯერა, რომ შეუპოვრობა და პრინციპულობა უმნიშვნელოვანესია უსამართლობის, ჩაგვრისა და სისტემური მანკიერების გამოსავლენად;  

პროფესიონალიზმი – ნებისმიერ საქმეში ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაღალი პროფესიული სტანდარტითა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით; 

თანამშრომლობა – ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციისთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ვისაც უსამართლობა აღელვებს და ვისაც სურს ძალაუფლების მქონეთა უკანანო ქმედებების გამოაშკარავება.