სოაციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).
2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაზეთში “ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად.
2003 წლიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”- ის გადაცემის “60 წუთი” ჟურნალისტია. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში “ბიზნესკურიერი“ ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის “სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
ნანა ბიგანიშვილს მომზადებული აქვს 30 ზე მეტი ჟურნალისტური გამოძიება ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვადასხვა თემაზე, ფაბრიცირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლოს მიერ გამოტანილ უსამართლო და დაუსაბუთებელ განაჩენებზე და არაადეკვატურ სასჯელებზე , კერძო საკუთრების ხელყოფაზე, მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერო ფონდების საქმიანობაზე. მის რამდენიმე ჟურნალისტურ გამოძიებას მიღებული აქვს ადგილობრივი ჯილდო.
2012 წელს ჟურნალისტური გამოძიებისთვის “გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია” დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მთავარი პრიზით.