ნინო ზურიაშვილი – გამგეობის თავმჯდომარე, რედაქტორი

web_NinoZuriashvili1997-2000 წლებში იყო ყოველკვირეულ გაზეთ “კავკასიონის” ჟურნალისტი. აშუქებდა ეკონომიკის სეფროს

2000 წლიდან დაკავებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკით. 2000-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “60 წუთში” გამომძიებელ ჟურნალისტად.

2005 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდია “მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ნინო ზურიაშვილს მომზადებული აქვს 40-მდე ჟურნალისტური გამოძიება ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვადასხვა თემაზე, ფაბრიცირებულ სისხლის სმართლის საქმეებზე, სასამართლოს მიერ გამოტანილ უსამართლო და დაუსაბუთებელ განაჩენებზე, კერძო საკუთრების ხელყოფაზე, ბიზნესსაქმიანობაზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე.

მისი ჟურნალისტური გამოძიებებიდან ბევრს სხვადასხვა დროს  მოპოვებული აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოები. მათ შორის აღსანიშნავია, 2002 წელს აშშ-ს ორგანიზაცია “გამომძიებელი რეპორტიორები და და რედაქტორების” მიერ დაწესებული საერთაშორისო პრიზი “განსაკუთრებული აღიარება”. ჟურნალისტური გამოძიებიაში გამოაშკარავებული იყო  საქართველოს რკინიგზაში გამოვლენილი კორუფციული სქემები.

ჟურნალისტურ გამოძიებებში აღსანიშნავია სამნაწილიანი ფილმი “მინისტრის მეგობარი”, სადაც მხილებულია საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფის საქმიანობა და ელიტური კორუფცია.

ნინო ზურიაშვილს გავლილი აქვს ტრენინგი ეკონომიკის გაშუქებაში კალიფორნიაში, ჩიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოძიებით ჟურნალისტიკაში მან ტრენინგი გაიარა სტამბულში, ვარშავასა და თბილისში. ის მონაწილეობდა მედიის გაცვლით პროგრამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გააზიარეთShare on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Email this to someoneShare on LinkedIn