სიკვდილის ზონები
საქართველოს ზღვაში, მდინარეებში და ტბებში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იღუპება. ბოლო 3 წლის განმავლობაში 345 ადამიანი დაიხრჩო, მათგან 59 – 2019 წლის 9 თვის მონაცემებით. დაუცველი მდინარეები, არხები და მიტოვებული კარიერები სიკვდილის ზონებადაა გადაქცეული. ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით, არსებული წყლის კანონის შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, რაც დღემდე არ შესრულებულა. ხელისუფლება არ ჩქარობს რეგულაციების შემოღებას, გაუკონტროლებელი წყლის სივრცეების მსხვერპლი კი ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები არიან. “თავისუფლების მონიტორის” ახალი ჟურნალისტური გამოძიება.