მოქალაქე ავერსის წინააღმდეგ

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი
Divider dot 18 სექტემბერი 2020

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიანიჭეს, წლებია ავერსის კლინიკის წინააღმდეგ იბრძვის სასამართლოში. შინაგან საქმეთა სამინისტროში Გამოძიება ექსპერტიზის ჩაუტარებლობის გამო მეორე წელია ჭიანურდება. Პაციენტი კი მესამე წელია არასწორად ჩასმული ოცი იმპლანტით ცხოვრობს. საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო მეორე წელია სწავლობს . Მიუხედავად სამინისტროს შუალედური დასკვნისა, რომ 20 იმპლანტიდან 14 არასწორია, Ექიმი შეცდომას არ აღიარებს. 1740 სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს არავინ ამოწმებს და ექიმები, რომელთაც კანონით უწყვეტი განათლება არ ევალებათ .