Category Icon მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება

კახა კალაძე 

მინდა, საკრებულოს წარვუდგინო რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა

Რომეო მიქაუტაძე

ამომწურავ პასუხს მიიღებთ

ჟურნალისტი

გზა პოლიციიდან ეკონომიკის სამინისტრომდე, ენერგეტიკის სამინისტროსა და მერიის გავლით. 

ძვირადღირებული  სახლები და მანქანები, სასტუმროს ბიზნესი, დეველოპერული კომპანია, მიწებით წავკისსა და წაღვერში, –   ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი  ქონება  

ჟურნალისტი/Რომეო მიქაუტაძე

– 863 000 ევროდ იყიდეთ ეს ქონება

– Მე არ მიყიდია, იყიდა ჩემმა მეუღლემ თავის დროზე, თავის პარტნიორთან ერთად 

ჟურნალისტი

ჩვენ  მოგიყვებით, როგორ  იყიდეს  თბილისის  ტურისტულ ცენტრში   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა 

Სანდრო ქევხიშვილი

ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ აქ არის კორუფციის ნიშნები.

და  გაჩვენებთ,   როგორ   მუშაობს  სისტემა,  როდესაც  თანამდებობის პირებს პირადი  ინტერესები აქვთ .     

ჟურნალისტი

Ბეთლემის ქუჩა, კლდის უბანი ის ადგილია, საიდანაც თბილისი,  Როგორც ქალაქი  გაშენდა. მეიდნიდან სოლოლაკის ქედზე   ამავალ აღმართზე,  უძველეს შენობებს   დღემდე   მე -19 საუკუნეში ჩამოყალიბებული იერსახე  აქვთ შემორჩენილი.    

Ბოლო ათწლეულების მანძილზე, თბილისის ქაოსური განაშენიანების ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ისტორიული უბნების მნიშვნელობა და ღირებულება. 

კლდის უბნის რეაბილიტაციის შემდეგ, აქ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის აღარ ცხოვრობს. ისტორიული სახლები, რომელთა უმეტესობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს,  მცირე ზომის სასტუმროებმა  ჩაანაცვლა.  Ძველი თბილისის სწორედ ამ უბანში ფლობს სასტუმროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქატუძის ოჯახი.  

Ჩვენ გაჩვენებთ,  როგორ  შეიძინეს   თბილისის  ტურისტულ ცენტრში   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  მაღალჩინოსნის ოჯახის წევრმა.    

ხმა ვიდეოარქივიდან

იპოდრომის კორტებთან მოსახლეობა ტერიტორიის პრივატიზებას აპროტესტებს

ამ კორპუსს არ ავაშენებინებთ

გასაგებია ჩემო კარგო

ჩვენს კორტებზე თავისუფალი შემოსვლის გამო, 2 ახალგაზრდა წამყვანი ევროპის ჩემპიონი აღიზარდა. 

მშენებლობა იგეგმება?

არა, არ იგეგმება

Პროექტი იყო შეტანილი და შეაჩერა მერიამ. Უფასო არ იქნება, იქნება ფასიანი. 

ჟურნალისტი

ძველი იპოდრომის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს ,  მათ შორის, ჩოგბურთის კორტებს  2009 წლიდან ფლობდა Ყაზახეთის მოქალაქე ვენერა ალიშევა.   2015 წელს ქართულ – ყაზახური    დეველოპერული კომპანიის განზრახვამ,  ყოფილი კორტების ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აეშენებინა, საზოგადოება აღაშფოთა.  

პროტესტს თბილისის მერიც გამოეხმაურა, კახი კალაძე  საზოგადოებას  ტერიტორიის დაბრუნებას დაჰპირდა. 

კახა კალაძე

ეს მიწა, ეგრეთწოდებული კორტები, იმიტომ რომ Რთულია დღეს იმ ადგილს უწოდო კორტები. ამ მდგომაფრეობაში არის დღეს. Ამიტომ ეს კონკრეტული ადგილი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის დამუშავდეს პროექტი და მომავ წელსვე დაიწყო განხორციელება, სადაც იქნება როგორც კორტები, შეიძლება საფეხბურთო მოედანი გაკეთდეს.

ჟურნალისტი

ვენერა ალიშევასგან  კორტების ტერიტორია თბილისის მერიამ   2019 წელს დაიბრუნა და  სანაცვლოდ  თბილისის სხვადასხვა უბანში   უძრავი ქონება  გადასცა. 

საქართველოში   ყაზახური საინვესტიციო ჯგუფის  წარმომადგენლი გიორგი ჯახუტაშვილი გვიყვება, რომ   პროცესი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა.

ჟურნალისტი/გიორგი ჯახუტაშვილი

-Როგორ შეირჩა ის ქონებები, რომელიც საბოლოო ჯამში გაიცვალა იპოდრომის კორტებში?

-გვაძლევდა თავის მიერ შერჩეულ მოკლე სიას. Მაგ. 10-15 ქონებას მოგვცემდა, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები. პრინციპში, 3-დან 2 ქონება მერიის მიერ მერიის მიერ მოცემული სიიდან ავარჩიეთ მაგალითად – უზნაძის ქონება და და ძველ თბილისში. 

ჟურნალისტი

იურისტი ანანო ცინცაბაძე გარემოსდაცვით და მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე წლებია მუშაობს.  იპოდრომის კორტების  გაცვლის შესახებ  კვლევა მან  2022 წელს გამოაქვეყნა. 

ანანო ცინცაბაძე

Საბუთები, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, ვნახეთ, რომ მერიამ მართალია დაიბრუნა ეს ტერიტორია უკან თავის ბალანსზე, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, უზარმაზარი სხვა მუნიციპალური ქონება გაცვალა ამ ტერიტორიაში.ამიტომ  Პირველი კითხვა რაც ამ კვლევიდან ამოდის, არის გვიღირდა თუ არა ამ რაოდენობის მუნიციპალური, ანუ ისევ ჩემი და თქვენი საჯარო ქონების გაცვლა.  

ჟურნალისტი

2019 წელს, ქონების გაცვლის წინ,  იპოდრომის მიმდებარედ , ყოფილ კორტებზე კვადრატული მეტრი მიწა სამხარაულის ექსპერტიზის  ბიურომ 382 დოლარად შეაფასა.   ვენერა ალიშევამ  11 000 კვ მეტრი მიწის სანაცვლოდ    4 200 000 დოლარზე მეტი ღირებულების ქონება მიიღო. 

ჟურნალისტი/Ანანო ცინცაბაძე

– კვლევაში ძალიან მკაფიოდ ამბობთ, რომ ეს არის საჯარო ინტერესების საზიანოდ გაკეთებული გაცვლა. Რატომ ფიქრობთ ასე? 

– იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, გაიცვალა გაცილებით დიდი რაოდენობის მუნიციპალური ქონება ქალაქის სხვადასხვა უბანში. მეორე იმიტომ, რომ დამატებით გადახდილი იქნება ამ გაცვლაში გარკვეული თანხები ჩვენი ბიუჯეტიდან და მესამე იმიტომ რომ აი, ამ გაცვლილ ტერიტორიებზე, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის, მიმდინარეობს ძალიან მძიმე ქაოსური განაშენიანება.

ჟურნალისტი

მუნიციპალიტეტთან  მოლაპარაკების დროს ალიშევას  საკუთრება 4 პირობით ნაწილად იყო გაყოფილი. Მერიამ მიწის მეპატრონეს ყველა ნაწილის სანაცვლოდ სხვადასხვა ქონება გადასცა. ესენია:

მიწა  და შენობები სანდრო ეულის ქუჩაზე ,

მიწა და შენობები დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე და  

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  ძველ თბილისში .  

იპოდრომის ტერიტორიის მეოთხე, ყველაზე მცირე ნაკვეთის  სანაცვლოდ, ვენერა ალიშევამ  სანდრო ეულის ქუჩაზე,  უკვე გადაცემულ ტერიტორიაზე, კოეფიციენტის ზრდის უფლება მიიღო.

იპოდრომის კორტებში  გაცვლილი ქონების ჩამონათვალში ბეთლემის 15  მოხვდა. Ჩვენ დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა სიაში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ინფორმაციის  მოძიება  დავიწყეთ . 

Ჩვენ აღმოვაჩინეთ,  რომ  ყაზახეთის მოქალაქემ მიღებული ქონების  დარეგისტრირებიდან ზუსტად  2 კვირაში, ბეთლემის 15  თბილისის მერიის იმდროინდელ  და ყოფილ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს მიჰყიდა.   კლდის უბანში ისტორიული შენობის ახალი მეპატრონეები  იმ დროს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის,   რომეო მიქაუტაძის ცოლი  ნინო მიქაუტაძე და მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი  უფროსის, კარლო ლაფერაძის  სიმამრი,  დავით მგელაძე გახდნენ. 

ლაფერაძე  2018  წლიდან  წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. 2020 წელს  ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

Ბეთლემის 15, რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2019 წელს სამხარაულმა 438 853 დოლარად შეაფასა, კვ მეტრის ღირებულება დაახლოებით 1100 დოლარად . შენობა მერიამ 1275 კვ მეტრის მიწის ნაკვეთში გაცვალა და დამატებითი ალიშევას 142, 822 ლარი გადაუხადა. ალიშევამ ქონება მიქაუტაძეს და მგელაძეს 2 კვირაში 575 000 დოლარად მიყიდა, 136 ათასი დოლარით ძვირად.

ჟურნალისტი/რომეო მიქაუტაძე

Ბეთლემის 15 როგორ შეიძინეთ?

– Თქვენ შეგიძლიათ პრესცენტრს მიმართოთ და

– Მივმართეთ უკვე პრესცენტრს დიდი ხანია

– Შემოსულია წერილი და გაგცემთ პასუხს წერილობით

– Ძალიან მნიშვნელოვნია, 863 000 ევროდ იყიდეთ ეს ქონება

– ეს Არ არის ჩემს სახელზე, გესმით თქვენ? Ხომ გესმით?

– თქვენი მეუღლის სახელზეა

– გასაგებია. Ამიტომ, Მე არ მიყიდია, იყიდა ჩემმა მეუღლემ თავის დროზე თავის პარტნიორთან ერთად და ამასთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხს მიიღებთ. 

– Მადლობა. Დაველოდებით

ჟურნალისტი

რომეო მიქაუტაძემ  მოგვწერა, რომ უძრავი ქონება საქართველოს ბანკის კრედიტით მისმა  მეუღლე  პარტნიორთან ერთად შეიძინა.  თუმცა  კითხვაზე, რატომ არ ასახა კრედიტის თანხა დეკლარაციაში, პასუხი აღარ მიგვიღია.

Ბეთლემის 15 თბილისის განვითარების ფონდის მიერ აღდგენილი ისტორიული შენობების სიაში იძებნება.

თამარ ამაშუკელი

ეს შენობა იყო ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ესეთი ბრილიანტი რომ ვუწოდოთ, სადაც აშკარად იკითხებოდა, რომ იყო ბევრად უფრო ადრეული , ვიდრე არის მე-19 საუკუნე – არქიტექტურაში, მზიდ კედლებზე, სადაც წყობა იყო ისეთი, რომ აშკარა იყო, რომ მე-19 საუკუნეს ცდებოდა ეს ყველაფერი. 

ჟურნალისტი

თბილისური ხის აივნებითა და შიდა ეზოთი – ამ სამსართულიანი სახლის რეკონსტრუქცია  ბეთლემის 15 ში, დოკუმენტების მიხედვით,   2013  წელს  დასრულდა.  იმ დროისათვის, შენობის უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა,  68 კვ. მ.  კი კერძო პირებს, და-ძმა რუხაძეებს. 

თბილისის განვითარების ფონდი არ გვპასუხობს რატომ გასხვისდა მუნიციპალური ქონება იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე მათივე კვლევაში იყო მითითებული.  2015 წელს შენობა 663 ათას დოლარად იყო შეფასებული.

თბილისის განვითარების ფონდი, სხვა აღდგენილ შენობებთან ერთად, ბეთლემის 15 -ის  საინვესტიციო განვითარებასაც გეგმავდა და შენობის  ეკონომიკური პოტენციალის შესასწავლად  საერთაშორისო  ფირმა ,,გრანთ თორთონ ახვლედიანი “ დაიქირავა. კვლევაში, რომელიც ფონდმა აღარ გამოიყენა,  ბიუჯეტიდან   35 ათასი ლარი დაიხარჯა

საინვესტიციო კომპანიის მკვლევარს ვეკითხებით, შეიცვალა უძრავი ქონების ფასი  ძველ თბილისში  2015 წლიდან  2019 წლამდე. 

კახა სამყურაშვილი

შეიძლება ძალიან  რთული იქნება პროცენტულად საერთო რიცხვი ვთქვათ, რადგან განსხვავებული ტიპის უძრავ ქონებასთან გვაქვს საქმე, თუმცა 5 წლიან ჭრილში 2014-2019 წლებში თუ შევხედავთ 30, 40 50%-ითაც იყო გაზრდილი უძრავი ქონება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება შევხედოთ უძრავ ქონებას, როგორც შემოსავლის მომტან ბიზნესს

ჟურნალისტი/გიორგი ჯახუტაშვილი

– იმდენად იაფად გაქვთ ქონება გაყიდული, ბიზნესმენისგან ცოტა გასაკვირია. 

– Ჩვენთვის პრობლემაც ჰქონდა ამ ქონებას. Ჩვენ ვრისკავდით მაგ ქონებით 

– Რას გულისხმობთ, იქ 1 მოსახლე რომ იყო? 

– იმ ერთმა მოსახლემ ფეხი რომ გაშალოს, იქ ვერაფერს გააკეთებ.და როდესაც მეზობლების განწყობაც არის, რომ თქვენ თუ გაყიდვა გინდათ, ჩვენ ვიყიდით… და იმან იცის რისკები და ერთმანეთში შეთანხმებულები არიან, საერთოდ აღარ გვინდა ჩვენ იქ გაკარება. Ჩვენ გარკვეულ ფასად გავცვალეთ და ფასნამატით გავყიდეთ. 

– ვის მიყიდეთ იცით?

– არ ვიცი. ესე არ მახსოვს

ჟურნალისტი 

თბილისის  ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ფასის დინამიკას ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტიც  ადასტურებს.  ნინო მიქაუტაძემ  ბეთლემის 15-ში 68 კვ. მ ფართობი კერძო პირებისგან 250 ათას დოლარად  გამოისყიდა –  კვადრატული მეტრი 3 600 დოლარად .  მაშინ როდესაც, 6 თვით ადრე  თბილისის მერიამ იმავე ქონება კვადრატული მეტრი  1100 დოლარად გაასხვისა.

ჩვენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, ირაკლი თავართქილაძეს  ვკითხეთ, რატომ  გაცვალეს  ბეთლემის 15 საბაზრო ფასზე იაფად.

ირაკლი თავართქილაძე

– Ჩვენს გარდა ბეთლემზე იყვნენ სხვა თანამესაკუთრეებიც, ჩვეულებრივი მესაკუთრებიი.

– ერთადერთი

– არა, ძველ ამონაწერებს თუ ნახავთ. Ნუ, მერე შეიძლება ერთმა პიროვნებამ შეისყიდა, მაგრამ თავიდან რამოდენიმე თანამესაკუთრე გვყავდა. Მე არ ვიცნობ ამ დასკვნას, თუმცა სავარაუდოდ, მისი შეფასება იქნებოდა სრულიად სასტუმროს განვითარებაზე. Იმიტომ, რომ  შეუძლებელია შენობაში 3 ფართი აღიქმებოდეს როგორც სასტუმრო. 

– აუქციონზე რატომ არ გამოიტანეთ ეს შენობა, იცით რომ ფონდიდან საკმაოდ დიდი თანხები იყო დახარჯული?

– Რა მნიშვნელობა აქვს რა იყო დახარჯული. Მუნიციპალიტეტი, მთავრობა და საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას მონაცვლეობასთან დაკავშირებით. Შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი ქონებაზე მოხდება აუქციონით განკარგვა და რომელ ქონებაზე მოხდება მონაცვლეობა.

ჟურნალისტი

Სასტუმრო ბეთლემის 15-ს მეპატრონეებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიუხედავად, მეოთხე სართულზე მანსარდის დაშენების ნებართვა მისცა.

თამარ ამაშუკელი

– უკვე დააკმაყოფილეს მოთხოვნა დაშენების

– ესეც უცნაური ამბავია.  როდესაც ამხელა ფულს ხარჯავს სახელმწიფო და აკეთებს რეაბილიტაციას მთელ უბანში ავად თუ კარგად და მერე იწყება იქ რაღაცების დაშენება და კიდე მომატება მასშტაბის და საერთოდ, მასშტაბის ცვლილება ეს ყველაზე დამღუპველია ქალაქისთვის

ჟურნალისტი

Საჯაროდ მიუწვდომელია ინფორმაცია,  Რამდენი  დახარჯა სახელმწიფომ    ბეთლემის 15-ის რეკონსტრუქციაზე.   თბილისის განვითარების  ფონდს, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს,  ვებგვერდი გაუქმებული აქვს. წერილობით  გვპასუხობენ, რომ 2014 წელს  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გამო დოკუმენტების დედნები აღარ აქვთ.  ელექტრონული ფაილები კი  2020 წელს ფონდის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევისას დაიკარგა.

ჟურნალისტი/სანდრო ქევხიშვილი

-იპოდრომის კორტების ამბავს აქვს საკმაოდ ბევრი ჩახლართული კომპონენტი. Საბოლოო ჯამში ამ ბევრი დეტალის ერთობლიობა რისი თქმის საფუძველს გვაძლევს? 

-ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ აქ არის კორუფციის ნიშნები და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს 2 გარემოება. Პირველი ის, რომ მერიის გადაწყვეტილება შენობა საბაზრო ფასზე უფრო იაფად გაეცვალა – ეს არის საეჭვო და მეორე ის, რომ გაცვლიდან მალევე, ეს შენობა გაიყიდა და საბოლოო მფლობელები არიან  მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. 

კახა კალაძე

Გვინდა, საკრებულოს წარვუდგინოთ რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა

ჟურნალისტი 

რომეო მიქაუტაძე მინისტრის მოადგილედ პირველად 2017 წელს ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძემ დანიშნა. მან ენერგეტიკის სამინისტრო კალაძის მერად არჩევის შემდეგ დატოვა და თბილისის მერიაში კალაძის გუნდს უკვე 2019 წელს თბილსერვისჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე შეუერთდა.

კახა კალაძე

რომასთან ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს დიდი გამოცდილება თანამშრომლობის და ურთიერთობის , როდესაც მე ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი გახლდით , მაშინ რომა საქრუსენერგოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და მართლაც ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული. 

ჟურნალისტი

2021 წელს მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა  და სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

2021 წელს მისი მეუღლე ნინო მიქაუტაძე “ვიუფოინთის” თანადამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. 

“ვიუფოინთი” წავკისში, თბილისთან ახლოს ვილების უბანს  აშენებს. თითოეული სახლის ფასი  დაახლოებით 313 000 დოლარია. 

თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, 2021 წლიდან დღემდე ვიუფოინთმა 5 400 კვ.მ.  მიწა შეიძინა წავკისში  და 42 688 კვ მ  ბორჯომის რაიონში სოფელ წაღვერში.   მინისტრის მოადგილის ოჯახის კომპანიამ მიწის ნაკვეთებში  800 000 ლარი და 380  ათასი დოლარი   გადაიხადა. 

 კითხვაზე რა თანხით ყიდულობს წავკისსა და წაღვერში მიწებს შპს ვიუფოინთი,  რომეო მიქაუტაძემ არ გვიპასუხა. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ცოლი  მიწის ნაკვეთს წყნეთშიც ფლობს, რომელიც 2022 წელს 200 000 დოლარად იყიდა.  შეძენიდან ერთ თვეში, თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის ბრძანებით წყნეთში მიქაუტაძის ნაკვეთის გასწვრივ სატყეო ტერიტორიის 316  კვ.მ. ჯერ მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა, შემდეგ ნინო მიქაუტაძემ ელექტრონულ აუქციონზე  იყიდა . აუქციონზე  მას კონკურენტი არ ჰყოლია, მიწის ნაკვეთში  კი, მშენებლობის უფლების გარეშე,  86 481   ლარი გადაიხადა .  

რომეო მიქაუტაძე თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას 2017 წლიდან ავსებს. საჯარო სამსახურში მუშაობის 6 წლიან  პერიოდში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ოჯახმა დაახლოებით 1  მილიონი დოლარის ქონება შეიძინა:

ბინები თბილისსა და ბათუმში, აგარაკი და 2 მიწის ნაკვეთი, ასევე  დეკლარირებული აქვს კრიპტოვალუტა და 2 ძვირადღირებული ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება 96 000 ევროა.  

მინისტრის მოადგილეს, დეკლარირებული შემოსავლებით, ამ ქონების შეძენა არ შეეძლო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე , რომეო მიქაუტაძე  ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსების გამო 2020 წელს დააჯარიმეს.  საჯარო სამსახურის ბიურომ 7 სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღმოუჩინა.

ჟურნალისტი/რომეო მიქაუტაძე

– დეკლარაცთან დაკავშირებით ხართ დაჯარიმებულები. Არ არის მითითებული თქვენი შემოსავლები.

– ძააან დიდი ბოდიში. Თუ შეიძლება, რომ ამასთან დაკავშირებით გაგცეთ წერილობითი პასუხი. Რაც შეეხება დაჯარიმებას, თუ შეიძლება, რომ მიმართოთ უწყებას და გაგცემთ პასუხს რაზე დავჯარიმდი, რატო მოხდა ჩემი დაჯარიმება და ა.შ.

– ჩამოთვლილია რაზეც ხართ დაჯარიმებული

– კი ბატონო

– გადაიხადეთ ჯარიმა?

– რა თქმა უნდა. 

– პროკურატურას მიმართეს?

– არ ვიცი, შეგიძლიათ, გაარკვიოთ შესაბამის სამსახურებთან. 

Სანდრო ქევხიშვილი

Წესით და რიგით, დარღვევების შინაარსის და რაოდენობებიდან გამომდინარე, ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ საქმე გადაგზავნილიყო პროკურატურაში შემდეგი გამოძიებისთვის. 

ამ ადამიანს რამდენიმე დეკლარაცია აქვს შევსებული და დეკლარაციების შემოსავლის და გასავლის ანალიზი აჩვენებს, რომ ის 800 000 ევროზე მეტი, რაც უწერია, რომ უძრავ ქონებაში გადაიხადა, ამ თანხის წარმომავლობა არ ჩანს. შეიძლება საქმე გვქონდეს დაუსაბუთებელი ქონების დაგროვებასთან. 

ჟურნალისტი 

იპოდრომის კორტები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დიდხანს არ დარჩენილა.  მერიამ კორტების ნაწილი  2 635 944 ლარად ისევ გაყიდა.    ინვესტორს 2023 წლის ბოლომდე 5 000 000 ლარის  ინვესტიციის განხორციელება და  იპოდრომის ღია კორტის ტერიტორიაზე , კომერციული სპორტული კომპლექსის აშენება დაევალა.

ჟურნალისტი/ანანო ცინცაბაძე

– Საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამით საზოგადოებამ?

– ამ პროტესტმა შექმნა პლატფორმა, რომ მერიას გაეკეთებინა პოლიტიკური პიარი, ეთქვა, რომ თითქოს ის ზრუნავს საჯარო ქონებაზე და საჯარო ინტერესზე და საზოგადოებას უბრუნებს მათ საყვარელ სივრცეებს და აი, ამ შეფუთვის ქვეშიდან, სინამდვილეში, ეს დაბრუნებული ქონება, არ ვიცი, სრულიად დაცინვის ფორმით, კლავ გასხვისდა და ამიტომ კითხვა ისმის – საერთოდ, რატომ გავცვალეთ ის უამრავი სხვა ქონება ქალაქში ამის დასაბრუნებლად, თუ ისევ უნდა გასხვისებულიყო.