სტუდია მონიტორი მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიებების მწარმოებელი სტუდიაა.
მისი მიზანია, გამოავლინოს ხელისუფლების მანკიერებები და ინფორმაცია მიწოდოს მოსახლეობას; ბიძგი მისცეს საჯარო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოებაში; ხელი შეუწყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.
სტუდია მონიტორი 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე ჩვენმა გუნდმა მოამზადა 200-მდე ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი.
დაფუძნებიდან დღემდე სტუდია მონიტორს აფინანსებენ საერთაშორისო დონორები. ესენი არიან: ბრიტანეთის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო, ევროპის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, Black Sea Trust, NED.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს მოპოვებული აქვს შემდეგი პრიზები:
- ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5 ჯერ;
- ევროკავშირის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5-ჯერ;
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 4-ჯერ,
ჩვენი სტუდიის ყველა წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია.