მონიტორის შესახებ

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 26 იანვარი 2018

სტუდია მონიტორი მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიებების მწარმოებელი სტუდიაა.

მისი მიზანია, გამოავლინოს ხელისუფლების მანკიერებები და ინფორმაცია მიწოდოს მოსახლეობას; ბიძგი მისცეს საჯარო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოებაში; ხელი შეუწყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.

სტუდია მონიტორი 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე ჩვენმა გუნდმა მოამზადა 200-მდე ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი.

დაფუძნებიდან დღემდე სტუდია მონიტორს აფინანსებენ საერთაშორისო დონორები. ესენი არიან: ბრიტანეთის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო, ევროპის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, Black Sea Trust, NED.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს მოპოვებული აქვს შემდეგი პრიზები:

  • ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5 ჯერ;
  • ევროკავშირის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5-ჯერ;
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 4-ჯერ,

ჩვენი სტუდიის ყველა წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია.