პოლიცია ვიდეოკამერებს მიღმა
მაჯის საათში დამონტაჟებული ფარული კამერით, დაკავებულმა პოლიციაში საკუთარი ცემის შემზარავი კადრები გადაიღო-კადრები მედიით გავრცელდა. გამოძიებამ კი საქმე ნაცემი ბიჭების წინააღმდეგ დაიწყო და ბრალიც წაუყენა შვიდწლიანი პატიმრობის მოთხოვნით. ამ საქმეში დაზარალებულებულად ცნობილები სწორედ ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ბიჭები ცემაში ადანაშაულებენ. სათვალთვალო კამერიდან კი სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები ქრება. არადა, ეს კადრები სასამართლოს სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა.