აქტივიზმს ქალების ხმა აქვს
“ამ ხელისუფლებასაც არ აწყობს ქართული ენა რომ ვიცოდეთ, რადგან იციან, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და თუ ქართული კარგად გვეცოდინება, ხმამაღლა ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე”, – ამბობს ფარიზა ნაბიევა.
სამოქალაქო აქტივისტები თოზუ გულმამედლი და ფარიზა ნაბიევა ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და სახელმწიფოს გულგრილობაზე გვიამბობენ.
“თუ ბიჭების შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი ან მიწა აქვთ მამამისისგან მიღებული, გოგონების შემთხვევაში არცერთი ეს შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს”, – ამბობს თოზუ გულმამედლი.