სიკვდილის ლობისტები

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი
Divider dot 18 ნოემბერი 2015

თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებებს წელიწადში 9-დან 11 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მწეველთა შორის სიმსივნური დაავადებები მზარდია.
2013 წელს მთავრობამ პირობა დადო, რომ თამბაქოს კონტროლი გაძლიერდებოდა, მაგრამ სიტყვა დღემდე შეუსრულებელია. მთავრობა ფულს არათუ თამბაქოს მოხმარების პრევენციაში ხარჯავს, არამედ თამბაქოს წარმოებას ახალისებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მთავრობაში თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაა.