ცათამბჯენები ასათიანის პარკის ნაცვლად
ასათიანის ქუჩაზე, პარკში დაწყებულ მშენებლობას ასზე მეტი ხე შეეწირა. ინვესტიცია, რომელიც აზარალებს მოსახლეობას. თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც არ სრულდება. რატომ შეცვალა დავით ნარმანიამ პრობლემატურ მშენებლობებთან დაკავშირებული პოზიცია. შეუსაბამო არქიტექტურული პროექტი და გასაიდუმლოებული კონსტრუქციული ნაწილი, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მშენებლობის ხარისხზე.