მონიტორის ხედვა

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 4 დეკემბერი 2019
  1. მისიის განაცხადი

ჩვენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გუნდი ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც შეილახა, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროგრესი და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. ამისთვის ჩვენ ვამზადებთ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ამხელს სისტემურ ხარვეზებს, დანაშაულს და უსამართლობას.

ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს ანგარიშვალდებული გახადონ ხელისუფლება

 

  1. ღირებულებები, სახელმძღვანელო პრინციპები

ჩვენ ვართ მიუკერძოებელ, პროფესიონალ ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას. ჩვენი ღირებულებებია:

  • პრინციპულობა – ჩვენ არ გვეშინია დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ის, რის დამალვასაც ხელისუფლებაში მყოფნი ცდილობენ, ჩვენ გვჯერა, რომ შეუპოვრობა და პრინციპულობა უმნიშვნელოვანესია უსამართლობის, ჩაგვრისა და სისტემური მანკიერების გამოსავლენად
  • პროფესიონალიზმი – ნებისმიერ საქმეში ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაღალი პროფესიული სტანდარტითა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით
  • თანამშრომლობა – ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციისთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ვისაც უსამართლობა აღელვებს და ვისაც სურს ძალაუფლების მქონეთა უკანანო ქმედებების გამოაშკარავება