ხელისუფლების ფსონი აზარტული თამაშების სასარგებლოდ

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი
Divider dot 16 მაისი 2016

კაზინო, სლოტ-კლუბი, ტოტალიზატორი – სათამაშო ბიზნესი თუ პრობლემების სათავე?
საქართველოში ამ სფეროში ფინანსური ბრუნვა 2 მილიარდ ლარს სცდება. იღებენ ვალებს, კარგავენ უძრავ და მოძრავ ქონებას, ხშირად ავადდებიან და ზოგჯერ თვითმკვლელობითაც ამთავრებენ სიცოცხლეს.

სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე ქვეყნის არაერთი ხელისუფლება საუბრობდა, თუმცა დაპირება დღემდე დაპირებად რჩება.