ზურა მოდებაძე

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 4 ნოემბერი 2019

2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური დარგის ჟურნალისტის სპეციალობით. 2008 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლა და მოიპოვა მედია მენეჯმენტისა და კომუნიკაციების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი. 2006-2010 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტებში ჟურნალისტად და სეგმენტის პროდიუსერად. 2012-2013 წლებში მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად ტელეკომპანია „მეცხრე არხი“-ს გადაცემაში „დეტექტორი“. 2013 წელს მუშაობდა „TV 3“ – ის გადაცემაში „ახლო ხედით“ გამომძიებელ ჟურნალისტად. 2013-2018 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Europe For Georgia-ში (eugeorgia.info) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის DCFTA – ს ანალიტიკოსად. 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობს „სტუდია  მონიტორი“ -ს ჟურნალისტად.