ცქრიალა შერმადინი

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 14 მარტი 2014

web_TskrialaShermadini2005 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო და ინტერნეტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2007-2009 წლებში სწავლობდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია მენეჯმენტის სკოლაში.

2013 წელს გაიმარჯვა ბურსარის პროგრამაში და იმყოფებოდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის (CIJ) ლონდონის საგამოძიებო ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლაში.

2009 წელს იყო გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის კორესპონდენტი.
2010 წლიდან არის სტუდია მონიტორის ჟურნალისტი.

2013 წელს მისმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ “მოტყუებული ფერმერები” მიიღო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პრიზი და ჯიპა – ფრიდმანის წამახალისებელი პრიზი.