100-ზე მეტი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში
დიღმის მესამე კვარტალში 100-ზე მეტი ოჯახი ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. 2020 წლის სამხარაულის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი ფართები არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი მიუთითებს გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე, მერია თვეებია ისევ სწავლობს კორპუსის მდგრადობას, 100-ზე მეტი ოჯახი კი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში რჩება.