აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, დეპარტამენტმა ცალკეულ შემთხვევებში დროულად ვერ დააზუსტა ბიუჯეტი და ვერ მოახერხა თანხების სხვა პროექტებზე გადანაწილება.
პრობლემური იყო სახელმწიფო შესყიდვების სწორად დაგეგმვის საკითხიც, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს.