ჭიათურაში “სტუდია მონიტორს” გადაღებისას ხელი შეუშალეს
„სტუდია მონიტორის“ გადამღებ ჯგუფს სოფელ რგანში აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა კადრების გადაღების უფლება არ მისცეს.
გადამღებმა ჯგუფმა პატრული გამოიძახა. შსს-ში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება