დაფინანსებული მოგზაურობა წამლების გამოწერის სანაცვლოდ
ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების გაყიდვების გაზრდის მიზნით ხშირად მიმართავენ არაეთიკურ მარკეტინგს.
ფარმაკომპანიები ექიმებს გამოწერილი წამლების სანაცვლოდ უხდიან ფულს და დაჰყავთ სამოგზაუროდ.
არაეთიკური მარკეტინგის ხარჯი წამლის ფასში შედის, რაც მედიკამენტების მნიშვნელოვნად გაძვირებას იწვევს.