ფულის სანაცვლოდ გამოწერილი წამლები
“სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ჩანს, რომ ხობში “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნევროლოგი ლევან ქავთარაძე, წამლების გამოწერის სანაცვლოდ ფარმაცევტული კომპანიიდან ფულს იღებს. იგი 2014 – 2017 წლებში ხობის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2021 წელს “ქართულმა ოცნებამ” ისევ წარადგინა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ლევან ქავთარაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის სიმამრია