გაფიცული თანამშრომლები და 480 390 ლარად ნაყიდი 8 მანქანა
17 იანვარს გაფიცული 390 თანამშრომლის მოთხოვნა ხელფასის მატებასთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებაცაა.
“Სოლიდარობის ქსელის” ინფორმაციით სოციალური აგენტის მინიმალური თვიური ანაზღაურება 200 ლარიდან იწყება. Სოციალურმა აგენტმა 100 ოჯახი უნდა შეამოწმოს, რომ თვიურად 500 ლარი გამოიმუშაოს, რასაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ახერხებენ.
Სოციალური მომსახურების სააგენტომ დეკემბერში 480 390 ლარად 8 მანქანა შეიძინა.
1 ერთეული – KIA K5 1-ლი კლასის მსუბუქი ავტომანქანა (72 160 ლარი, 2021წლის).
2 ერთეული – KIA Seltos მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა (68 640 ლარი, 2021)
5 ერთეული – Renault Duster მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა ( 54 190 ლარი, 2021).
ვისთვის იყოს ავტომობილები განკუთვნილი – ამ კითხვაზე პასუხი “სოციალური მომსახურების სააგენტოსგან” ჯერ კიდევ არ მიგვიღია.