გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი
Divider dot 21 ნოემბერი 2022

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც “თავისუფლების მონიტორმა” ექსკლუზიურად მოიპოვა გელათის რეაბილიტაციაში თეა წულუკიანისა და მისი გუნდის არაკომპეტენტურობას ამხელს.

საპატრიარქო 6 თვეა საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშს მალავს. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე სამუშაოებმა გელათს უფრო მეტი ზიანი მიაყენა.