ღვინის გამოფენა ბერლინში
ბერლინში 28 ნოემბერს ნატურალური ღვინის გამოფენა გაიმართა, რომელშიც საქართველოდან 15-მდე ღვინის მარანი მონაწილეობდა. ქართველი მეღვინეების ინფორმაციით, „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ საგამოფენო ღვინის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველეყო.
გამოფენა გუშინ ისე დასრულდა, რომ სააგენტომ დაპირებული ღვინო ადგილამდე ვერ ჩაიტანა. მეღვინეები გამოფენაზე საკუთარი ჩანთით ჩატანილი რამდენიმე ბოთლით წარდგნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვაცნობა, რომ „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ოფიციალურ პასუხს ხვალ გაავრცელებს.