პედოფილია კურთხევით

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 9 ივლისი 2022

“თავისუფლების მონიტორი” ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პედოფილიის შესაძლო შემთხვევებს სწავლობდა. მსხვერპლი დღემდე ხედავს, რომ არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას ისინი არ აინტერესებს. ეკლესიაში ანაფორას ამოფარებული შესაძლო მოძალადეები დაუსჯელნი არიან, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებზე გამოძიება არც კი დაწყებულა.

ჰქონდა მყრალი ფეტიშები: ენაზე კოცნა ცხვირში და ყურში ენის შეყოფა”;

“ძლივს მოვინელეთ, ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან, ვეღარ დავამძიმებ”;

“ახლაც არ მინდა ამ საშინელების გახსენება“ – ასე აღწერენ ძალადობა გამოვლილები მათ მდგომარეობას. ისინი არათუ ღიად საუბარს, დაფარულ ჩაწერასაც კატეგორიულად არ დათანხმდნენ.

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას უკავშირდება.

სოხუმში დაბადებული სერაფიმე, ბერად 1991 წელს აღიკვეცა. პატრიარქის ერთერთი ფავორიტიილია მეორეს ხელდასხმით ჯერ ეპისკოპოსი, შემდეგ მთავარეპისკოპოსი გახდა, ბოლოს კი მიტროპოლიტის ხარისხიც მიიღო

21 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2016 წელს, მიტროპოლიტმა მოულოდნელად ეპარქია დატოვა. ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნულმა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ სერაფიმეს წასვლა ღვთის ნებით ახსნა  და მრევლს ღიად მოუწოდა მიზეზები არ ეჩიჩქნათ.

ვისი ბრალი იყო, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს ღმერთმა იცის – განუცხადა მრევლს თეოდორე ჭუაძემ.

სინამდვილეში, მრევლმაც, საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ზუსტად იცოდა შესაძლო დანაშაულის შინაარსი. მიტროპოლიტის გარყვნილი ქმედება 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ და სექსუალური შინაარსის სატელეფონო მიმოწერა, შიშველი ფოტოების მოთხოვნით.  

მტკიცებულებების მიუხედავად, ჯოჯუას წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო.  

საპატრიარქომ სერაფიმე ბორჯომს გაარიდა და დროებით ღვთისმსახურების უფლება შეუზღუდა. ბორჯომის სამუდამოდ დატოვება, ტოტალური ზეწოლის გამო, მოუწია მსხვერპლის ოჯახსაც

50 ადამიანისგან შემდგარ სინოდში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ღიად დააფიქსირებდა, ირიბად მაინც, ოჯახის მხარდაჭერას, ან მოითხოვდა ნეიტრალური პოზიციიდან საქმის გამორკვევას. ბრალდებული იქნა ეპისკოპოსი პედოფილიაში,  შემდგომ ეს ეპისკოპოსი მისთვის არანაირი საეკლესიო სასჯელი არ დაუდიათ და ის გახდა უბრალოდ უეპარქიო მღვდელმთავარი. ანუ საეკლესიო სამართლებრივი სასჯელი მისთვის არ დაუდიათ”თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს სერაფიმე ჯოჯუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები არ გაუქარწყლებია.

2021 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასულიერო პირებზე ფარული მიყურადების ფაილებში გამოჩნდა, რომ ბავშვის ოჯახის გარდა სახელმწიფოსაც, არაერთი ანალოგიური სამხილი ჰქონდა მიტროპოლიტის წინააღმდეგკრებსების მიხედვით, სუს წლების განმავლობაში უთვალთვალებდა ჯოჯუას და იცოდარომ მიტროპოლიტი არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობდა.

ცნობა – მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას კუთვნილ ბინაში დაფირექსირებული პირების შესახებ: სერაფიმე ჯოჯუა ფლობს ერთოთახიან ბინას, სადაც პერიოდულად ჩამოჰყავს არასრულწლოვანი გოგონები, რომლებთანაც აკავშირებს გაუკუღმართებული ლტოლვა… სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვან გოგონებთან ურთიერთობის ამსახველი მასალების მოპოვების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოპოვებული იქნას მისი კუთვნილი ბინის გასაღები…შესაძლოა მოხდეს მძღოლის ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც მოგვეცემა ბინის გასაღების ასლის დამზადების შესაძლებლობა”წერია ერთ-ერთ ფაილში, რომელმაც 2021 წელს ინტერნეტში გაჟონა. ამავე ფაიალებში კიდევ ბევრი ჩანაწერია, სადაც ასახულია მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას მიმოწერას არასრუწლოვნებთან.

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული სერაფიმე, საპატრიარქომ ჯერ ათონის მთაზე გაუშვა. შემდეგ აპირებდნენ  მის გადაყვანას, ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში, მაგრამ ეპარქიის მღვდელმსახურებმა და მრევლმა სექსუალურ ძალადობაში მხილებული მიტროპოლიტი არ მიიღეს.

საბოლოოდ, სერაფიმე მიიღო მოსკოვის საპატრიარქომ, იგი გამოჩნდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან ერთად წირვაზე.
2017 წელს ის საქართველოში დაბრუნდა,  ოქტომბერში კი წმინდა სინოდმა სერაფიმეს სრულია რეაბილიტაცია მოახდინა. ის გაამწეს მამათა მონასტერში და საპატრიარქომ ყოველთვიური ფინანსური დახმარებაც დაუწესა.

მეუფე სერაფიმე კვლავ წმინა სინოდის წევრია. მძიმე ბრალდებების გაჟღერებიდან 7 წლის განმავლობაში  მიტროპოლიტს განმარტება ამ საკითხზე საჯაროდ ერთხელაც არ გაუკეთებია. “თავისუფლების მონიტორმა” სერაფიმე ჯოჯუას მიმართა წერილობით და პირადადაც შევხვდით, თუმცა ის ჩვენ დასმუოლ შეკითხვებს გააექცა.

პედოფილიის თემაზე თავისუფლების მონიტორთან  საუბარი არც საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა ისურვა. სუს-ის ფაილებით,  მას ჰქონდა პატრიარქის დავალება შეერიგებინა სერაფიმე ჯოჯუა და ოჯახი, რომელმა მიტროპოლიტი ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

 ახალქალაქის და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი ამბობს, რომ სერაფიმე ჯოჯუა უდანაშაულოა.

მის დანაშაულში დარწმუნება არ მოხდა და ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რამდენადაც ვიცი და რადგან ამდენი წელი გავიდა და არანაირი დანაშაული არ დამტკიცებულა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი არის ცილისწამების მსხვერპლი”აცხადებს ფაჩუაშვილი.

“თავისუფლების მონიტორმა” 2021 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილ დოკუმენტებში სასულიერო პირის მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის 17 სხვა შემთხვევა აღმოაჩინა.

ამ ფაილებში ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე სასულიერო პირების წინააღმდეგ რა გააკეთა სახელმწიფომ, არსად ჩანს. თავისუფლების  მონიტორი დაინტერესდა, რა გააკეთა საპატრიარქომ?!


“ვორდის ფაილში ბევრი რაღაცა შეიძლება ხო რო ჩაწერო. ეგ ხო ჩვენ ვიცით კარგად რომ არ გამოდგება სამხილად. თუ დამატებით კიდევ რაღაცა იქნება, ამ ვორდის ფაილმა მიგვანიშნა რაღაცაზე, და გაირკვა რომ სიმართლეა, ნუ რაღაცა საფუძველი მაინც იქნება” – ასე უპასუხა ჩვენ დასმულ შეკითხვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთოეირთობის სამსახურის ხელმძღვანმელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო სუს-ის დოკუმენტებს ვორდის ფაილებად მოიხსენიებს, ანდრია ჯაღმაიძემ მოგვაინებით წერილობით დაგვიდასტურა, რომ ამ ფაილებში ნახსენები, რუის-ურბნისის ეპარქიის მონაზონი რომელიც ფაილების მიხედვით, შიშველი ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა არასრულწლოვანს, ამჯერად დაკავებულია. საპატრიარქო ამბობს, რომ ის არც ერთ ეპარქიას არ ეკუთვნოდა. 

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი სასულიერო პირი. სუს-ის ფაილების მიხედვით, სამების მღვდელმსახური , რომელმაც არასრუწლოვანზე სექსუალურად იძალადა 2015 წელს დააპატიმრეს.  

საპატრიარქოდან მოგვწერეს, რომ 17-დან 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა, დაეკისრა თუ არა მათ სხვა რაიმე სასჯელი უცნობია. 

7 სასულიერო პირი კვლავ აგრძელებს მღვბდელმსახურებას.
დანარჩენების შესახებ კი საპატრიარქოდან მოგვწერეს, რომ 1-მა  “საკუთარი ნებით გაიხადა კაბა”, ერთის სტატუსის შესხებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო ერთი მღვდლის შესახებ არ გვიპასუხეს.

სუს-ის ფაილების მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელიც სასულიერო პირია არასრულწლოვან მოსწავლეებს, ინტიმური შინაარსის მესიჯებს სწერდა. ამის გამო თეიმურაზ რუხაძე სკოლიდან გაანთავისუფლეს, თუმცა თავად ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

სკოლის მოსწავლე, რომელსაც რუხაძე ინტიმური შინაარსის წერილებს სწერდა დღეს სრულწლოვანია.  წყარომ სექსუალური შინაარსის მესიჯის მიღების ფაქტი “თავისუფლების მონიტორთან” დაადასტურა.  საქმე არც ამ შემთხვევაში აღძრულა.

ჩვენ კითხვას, არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის თაობაზე, რომელიც ასევე სუს-ის ფაილებშია აღწერილი, გაექცა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გივი ხარაზიშვილი.

პედოფილია, როგორც ფსიქოლოგიური აშლილობა, გადახრა, რომელიც ბავშვების მიმართ სექსუალური ლტოლვით ვლინდება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

პედოფილია 21 საუკუნეში ერთერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, ყველაზე დიდ ქრისტიანულ მიმდინარეობებში, იქნება ეს კათოლიციზმიპროტესტანტიზმი, მონოფიზიტობა თუ მართლმადიდებლობა.

საფრანგეთსა და ესპანეთში, კათოლიკური ეკლესია საკუთრებას ყიდის, რომ პედოფილიის მსხვერპლთ მრავალმილიონიანი კონპენსაცია გადაუხადოს, აშშ რამდენიმე შტატში, შვეიცარიასა და ინდოეთში კანონი პირდაპირ ავალდებულებს სასულიერო პირს, რომ გასცეს თუნდაც აღსარებისას მოსმენილი ინფორმაცია, თუ საქმე ეხება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას.ევროპაში სასულიერო პირი, რომელიც პედოფილიის შესახებ ინფორმაციას დამალავს ციხეში მიდის და 50 000 ევროთი ჯარიმდება. მთელ მსოფლიოში საეკლესიო პედოფილიისგან დაზარალებული ადამიანებისთვის გადახდილმა თანხამ რამდენიმე მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამ დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონიდან ხშირად გვესმის, რომ თითქოს დასავლეთი თავს გვახვევს პედოფილიას, ჰომოსექსუალობას, ინცესტს, ზოოფიფლიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ოჯახის ინსტიტუტს. საპატრიარქო, რომელიც ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრ იარაღია. სრული დუმილით ხვდება მის წიაღში არსებულ გარყვნილებას, შესაძლო დანაშალს და როგორც წესი ხელს აფარებს მოძალადე სასულიერო პირებს.