იოსებ მაკრახიძე გორის მაჟორიტარი დეპუტატი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მან ,,ქართულ ოცნებასა’’ და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში 100 000 ლარი შესწირა.
იოსებ მაკრახიძესა და მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები, შპს ,,შარა’’ და შპს ,,იბოლია’’, რომლებმაც ,,ქართულ ოცნებას’’ 40 000 ლარი შესწირეს, მრავალმილიონიან ტენდერებს იგებენ.
ხშირ შემთხვევებში აღნიშნული კომპანიები ერთსა და იმავე შესყიდვაში ერთმანეთის კონკურენტებიც არიან.