მიტროპოლიტის მუქარა

Divider dot 16 სექტემბერი 2021

🔴 სავარაუდოდ, სუსისდან გაჟონილ ფაილებში მოხვდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიასა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის საუბარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსებას შეეხებოდა.

🔴 ჩანაწერების მიხედვით, ლადო ჯურხაძემ მიტროპოლიტ საბას აცნობა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს ეპარქია 150 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარით დაფინანსდებოდა, დანაკლისი კი ნოემბერ-დეკემბერში შეივსებოდა.

🔴 მიტროპოლიტმა საბამ კი ქალაქის მერს მოახლოებულ არჩევნებზე მიანიშნა:
‘’საარჩევნო წელია და თუ არ გინდათ რომ წაგაგებინოთ…’’

🔴 ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ “სტუდია მონიტორს” დაუდასტურა, რომ განხილვა ბიუჯეტთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, თუმცა უარყო ‘’ულტიმატუმის ენით’’ საუბარი. მიტროპოლიტმა საბამ კი კითხვის შინაარსის გაგებისთანავე ტელეფონი გაგვითიშა.