25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა
შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 112-ში შესულ ზარებსა და გამოწერილ შემაკავებელ ორდერებს შორის რაოდენობრივი სხვაობა განპირობებულია შემდეგით:
„ოჯახური ძალადობა/კონფლიქტი ინციდენტის ტიპში გაერთიანებულია ოჯახურ უთანხმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება, მაგალითად: მცირე სიტყვიერი შელაპარაკება, კონფლიქტი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა და ა.შ. შესაბამისად, ამ ინციდენტის ტიპში გაერთიანებული შეტყობინებები უფრო ფართოა, ვიდრე ოჯახური ძალადობის საკანონმდებლო დისპოზიცია. აქედან გამომდინარე, „112“ დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა, არ შეესაბამება ოჯახური ძალადობის რეალური შემთხვევების რაოდენობას“.