პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის სასტუმრო მესტიაში

Divider dot 14 ოქტომბერი 2021

🔸 2019-2021 წლებში სასტუმროსთან 40 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა მესტიის მუნიციპალიტეტმა, რაც ნიშნავს, რომ მერიამ ტენდერის გარეშე აირჩია დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია.

“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვისი კომპანია არის, სულ თითზე ჩამოსათვლელია მესტიაში და ზუსტად ვიცით გაწითლების გარეშე სად შევიყვანოთ სტუმარი. ერთადერთი მიზეზი ეს არის. ეს ფაქტორი რო მოქმედებდეს (მომსახურების მიღება დეპუტატის სასტუმროდან), გამორიცხულია და აგიხსნით რატომ. არ აკლიათ კლიენტები. პირიქით, ჩვენს გამო შეიძლება ვიღაცას ჯავშანი გაუუქმონ, რომ ჩვენ გვყავს მაღალი რანგის სტუმრები” – ამბობს მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანი

🔸 ასევე სასტუმროს “აწარმოე საქართველოდან” 2017-2020 წლებში მიღებული აქვს 528 150 ლარის სუბსიდია.