პატიმრების სიკვდილიანობა
19 წლის ალექსანდრე ალბოროვმა ხევის ქუჩის მაცხოვრებლების სარდაფები გაქურდა, საიდანაც 2 ალუმინის თასი, 3 ალუმინის ქვაბი და ნავთქურა მოიპარა.
დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში ალექსანდრე ალბოროვი ტუბერკულოზით დაავადდა და ციხეში გარდაიცვალა. ფილმში მოთხრობილია იმ პატიმრების ისტორიები, რომლებიც ციხეებში არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალნენ.