სახლ-კარის წართმევა ბაკურიანში

ჟურნალისტი: მაგდა მემანიშვილი
Divider dot 20 სექტემბერი 2009

ტარიელ ფოცხვერია რომ კანონიერი ქურდი იყო, ეს ბაკურიანში მცხოვრებმა ზურაბ ქურდოღლიანმა მას შემდეგ გაიგო, რაც მის სახლში 2005 წელს სამართალდამცავები მივიდნენ. ბაკურიანში ქურდოღლიანებთან ჩასული ცოლ-შვილის წამოსაყვანად მისულმა ტარიელ ფოცხვერიამ მათი პატარა ბიჭის მონათვლის სურვილი გამოთქვა. ეს ნათლობა ზურაბ ქურდოღლიანს ძვირად დაუჯდა, რადგან 9 წლის განმავლობაში მშენებარე (და ჯერ კიდევ დაუსრულებელი) სახლი სამართალდამცავებმა ტარიელ ფოცხვერიას სახლად ჩათვალეს და ოჯახს სასამართლო ძალინ ჩამოერთვა როგორც სახლი, ისე – მიწის ნაკვეთი. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ არსებობს ყველა მტკიცებულება (ოჯახის შემოსავლების დამდასტურებელი დოკუმენტები, მეზობლების ჩვენებები), რითაც დასტურდება ქურდოღლიანების საკუთრების არაკრიმინალური წარმომავლობა.