სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები
თბილისში მშენებლობაზე მუშა, ჯაბა ქამადაძე დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2019-2021 წლებში გარდაიცვალა 121, ხოლო დაშავდა 670 ადამიანი.