სკოლების ავტორიზაცია
“პირველად ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით, რაც ზოგადი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. პროცესი 2027 წლამდე დასრულდება,” – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოში სკოლების ავტორიზაცია 2-ჯერ გადავადდა.
თავდაპირველად, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერ 2021 წლამდე, ამჯერად კი 2027 წლამდე გადაიდო.