ჯეირან ომანაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მან და მისმა კომპანიამ ,,ქართულ ოცნებას’’ ჯამში 135 000 ლარი შესწირეს.
2022 წელს ჯეირან ომანაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, შპს ,,ჯ და ჯ’’-მ და შპს ,,როსტვერკმა” ხონის მუნიციპალიტეტში ჯამში 4 797 112 ლარის ტენდერები მოიგეს.
,,Სტუდია მონიტორი’’ ჯეირან ომანაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მის კომპანიებს ტენდერში მონაწილეობით არაფერი დაურღვევიათ:
,,ვიღაც ხომ უნდა შესულიყო… დარღვეულია რამე? 20%-ით არის დაგდებული ყველა ტენდერში ფასი…’’ – განაცხადა ჯეირან ომანაძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის თქმით, კომპანიები ტენდრებს დაბალი ფასის გამო იგებენ და მონაწილეობის პროცესში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არავინ იმყოფება:
,,მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი პრივილეგია არ გააჩნია არავის. ის, რომ ვიღაც არის ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენელი, ბენეფიტი და პრივილეგია ნამდვილად არ არის.’’ – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.