ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მომსახურე ავტომობილებში 863-ჯერ ჩაასხეს ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი

ჟურნალისტი: ნინო წვერავა
Divider dot 26 იანვარი 2022

ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი (ავტორიზებული ავტომობილის ავზზე მონტაჟდება სპეციალური მეხსიერების ბარათი, რომლის საშუალებითაც ხდება ავტომობილის იდენტიფიცირება ავტოგასამართ სადგურზე) მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა ტიპის რეზერვუარზე. 

🔶 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაიხარჯა 601.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი.