ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე სტუდია მონიტორში

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 12 მარტი 2018

სტუდია მონიტორი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი – თბილისი. ანაზღაურება 1500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), სრული სამუშაო განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
  • სტუდია მონიტორის რეპორტიორების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუკის, იუთუბისა და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
  • ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
  • გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: monitori.ge@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მარტი. კანდიდატების საბოლოო შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით. შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაცია თავად დაუკავშირდება. არასრული განაცხადები არ განიხილება.