მთავრობის განკარგულება კრემლის პროპაგანდისტული მიზნებისთვის შექმნილი სკოლისთვის

ჟურნალისტი: ნინო მელიქიშვილი
Divider dot 2 ივლისი 2018

რუსულ სკოლას “ინტელექტ პლიუსს” თბილისში 5000-მდე კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცეს. საქართველოს მთავრობის 13 ივნისის განკარგულებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტმა, რომელიც 375 მოსწავლეს უნდა მოემსახუროს, 2 მლნ 800 ათას ლარი 2 წელში უნდა გადაიხადოს.

სკოლის დამფუძნებელი რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, კრემლის პოლიტიკის აქტიური მიმდევრის – გოჩა ძასოხოვის ცოლი, ლაურა ძასოხოვაა.

სკოლა ინტელექტის საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როცა სოციალურ ქსელში მოსკოვში გამოცემული გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფოტოები გავრცელდა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად წერია.

ფოტოების ავტორი წერდა, რომ ამ სახელმძღვანელოებით კერძო სკოლა “ინტელექტში” სწავლობდნენ მოსწავლეები.