ფაროსანასთან ბრძოლისთვის პალიტრა ჰოლდინგი ბიუჯეტიდან 709 ათას ლარს მიიღებს
ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, მედია ჰოლდინგ “პალიტრაში” შემავალი კომპანია შპს “ედლაინი” ბიუჯეტიდან 709 ათას ლარს მიიღებს.”ედლაინის” 75%-იანი წილის მფლობელი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. თავად ქუმსიშვილი კი, 2011-2012 წლებში “პალიტრა მედიის” ბიზნესგანვითარების დირექტორი იყო.
შენიშვნა: ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტენდერში შპს. “ედლაინს” კონკურენტი ჰყავდა, რის გამოც ამ მასალაში შესაბამისი შესწორება შევიდა.